სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი, სავარაუდოდ, ხელფასების შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზე ტელეკომპანიის კორესპონდენტები არ მისულან.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია news.ge-სთან საუბარში გაფიცვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.





