უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე

ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალერი ჩხეიძე დაბრუნდა. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და თანამშრომლები დახვდნენ. 

 ჟურნალისტებთან საუბრისას ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის მოვლენებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა და პოზიტიური რომ ვერაფერი შეამჩნია, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

"შევეკითხე პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც - ჩემ მიმართ რაიმე პრეტენზია ხომ არ ჰქონდათ და ამის შემდეგ გავემგზავრე საქართველოდან", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის ადევნებდა თვალს და დემოკრატიული და სასიკეთო ძვრები ვერ შეამჩნია.
"ვადევნებდი თვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოზიტიური და დემოკრატიული არც არაფერი ხდებოდა. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მოახდინეს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ.

კომენტარები