შსს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, 1983 წელს დაბადებული დარისპან კ. დააკავეს.  
როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, დაკავებულს თან პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად  დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი (0,021 გრ. - დიდი ოდენობა).
ამ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე  260 მუხლის 2 ნაწილით არის აღძრული. 

კომენტარები