შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად სამართლადამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე კანონიერი ქურდი დააკავეს.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2012წ. 28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან ნარკოსაშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს 1970 წელს ქ. ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი გიგლას ძე დ. აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი”, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.




