მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტი: ყველა ერთი მუხლით განსაჯეს – ეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაა

საქართველოს პრეზიდენტმა „კიევ პოსტ“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულია: "ყველა ერთი მუხლით განსაჯეს – ეს არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. მაგალითად, გაერთიანებული შტაბის უფროსს დევნიან იმიტომ, რომ მან ჯარისკაცს ყური აუწია, ხოლო სხვებს ყაზარმის გარშემო წელს ზემოთ შიშვლებს სირბილი უბრძანა. როცა მე უკრაინაში ვმსახურობდი, დღეში 10 კილომეტრ მანძილზე დავრბოდი, ამავე მდგომარეობაში, თუმცა ჩემი მეთაურებიდან ამისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ", - თქვა სააკაშვილმა.

ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არ აპირებს ისარგებლოს მთავრობის გადაყენების უფლებით, „არ ვფიქრობ, რომ ასეთი რყევების განხორციელება ჩემგან მართებული ან მიზანშეწონილი იქნებოდა. ჩვენ ეს პროცესი საზოგადოებას გადავეცით, შესაბამისად, გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს", - ამბობს სააკაშვილი.

 

 

 

კომენტარები