ეგვიპტე

ეგვიპტელები მოჰამედ მურსის ახალ დადგენილებას აპროტესტებენ

            ათასობით ადამიანი გამოვიდა ქაიროს ქუჩებში,   ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მიერ საპრეზიდენტო ძალაუფლების გაზრდის გასაპროტესტებლად. პოლიციამ ცრემლსადენი აირით სცადა დემონსტრანტების დაშლა. გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და პოლიციის სატვირთო  მანქანა დაწვეს.

            გამომსვლელების ნაწილი მურსის გადადგომას მოითხოვდა და მას გადატრიალების მცდელობაში სდებდა ბრალს.  მურსის სამშაბათს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითად ახალი პარლამენტის არჩევამდე მისი საქმიანობა არ იქნება განხილული კანონის ფარგლებში. რის გამოც ის, ოპონენტემბა  მუბარაკს შეადარეს. ხოლო პრეზიდენტის თანაშემწეების განცხადებით, დადგენილება მიზნად ისახავს დემოკრატიზაციის პროცესის დაჩქარებას.

            აშშ, ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მურსის ამ ქმედების გამო შეშფოთება გამოთქვეს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა შეაქო ეგვიპტე ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკების წარმართვისთვის, მუსრის უკანასნელმა გადაწყვეტილებამ მათი მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ასევე, ევროკავშირი პრეზიდენტს დემოკრატიული პროცესის პატივისცემისაკენ მოუწოდებს.

კომენტარები