ჩინეთი

ფილიპინები და ვიეტნამი ჩინეთის მიერ პასპორტებზე არასწორი რუკის დატანას აპროტესტებენ

ფილიპინებმა და ვიეტნამმა დაგმეს  ჩინეთის მიერ სახელმწიფო პასპორტში რუკის განთავსება, სადაც სადავო ტერიტორიები ჩინეთის კუთვნილებაშია მოქცეული. ეს  ნიშნავს, რომ თუ ჩინელი მოქალაქეები ფილიპინებსა და  ვიეტნამს ეწვევიან, ამ უკანასკნელმა ქვეყნებმა ბეჭედი უნდა დაარტყან დატანილ რუკას. ფილიპინები და ვიეტნამი ჩინეთს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ფილიპინების და ვიეტნამის მთავრობებმა ოფიციალურად მიმართეს ჩინეთს და სთხოვენ „არასწორი ინფორმაციის შესწორებას“. ჩინეთს ასევე პრობლემები აქვს მალაიზიას, ბრუნეისა და იაპონიასთან.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ მოდავეებს მიმართა, რომ დატანილი რუკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 
ეს საკითხი  დომინირებდა ASEAN-ის ქვეყნების შეხვედრაზე ამ კვირას, სადაც ფილიპინებმა ჩინეთს ბრალი დასდო, რომ ცდილობს ხელი შეუშალოს საკითხის ინტერნაციონალიზაციას.  
 დაპირისპირება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გემებსა და ფილიპინების და ვიეტნამის სამხედრო ფლოტს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გრძელდება. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩინეთმა გაააქტიურა პატრულირება წლებში, რომელიც სავარაუდოდ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდ რეზერვებს შეიცავს. 

კომენტარები