სამხედრო სისტემა

პარლამენტი სამხედრო რწმუნებულის თანამდებობას ქმნის

საქართველოს პარლამენტი სამხედრო რწმუნებულის თანამდებობას ქმნის. სამხედრო რწმუნებული ჯარისკაცების უფლებების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. 

ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე შევიდა. ,,საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტის ავტორი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილია.

„ეს იქნება პარლამენტის დამხმარე ორგანო. ის ხელს უწყობს პარლამენტს, შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სექტორზე განახორციელოს კონტროლი. ერთი მხრივ, მას აქვს ფუნქცია  დაიცვას ადამიანის უფლება ჯარში და მეორე მხრივ, იყოს მედიატორი უფროსსა და უმცროს შორის,  ეს იქნება ჯარისკაცი და სამინისტრო ან სამინისტრო და პარლამენტი. ამასთანავე, მას  პარლამენტმა შეიძლება დაავალოს  ისეთი საკითხის შესწავლა და გამოძიება, რომელიც შეიარაღებულ  ძალებში დემოკრატიას უკავშირდება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 

სამხედრო რწმუნებულის შესრულებულ სამუშაოს სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშში ასახავს. 

კომენტარები