სირია

ისრაელმა სირიის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა

ისრაელმა სირიის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა  გოლანის მაღლობებზე სირიის რამდენიმე ჭურვის ჩამოვარდნას მოჰყვა. ჭურვის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ეს პირველი შემთხვევაა 1973 წლის ომის შემდეგ, როცა ისრაელი სირიის მიმართულებით ისვრის. ორი ქვეყანა ოფიციალურად საომარ მდგომარეობაშია და მათ შორის ზონას გაეროს ძალები პატრულირებენ.

ისრაელის ცნობით, სირიის სამხედრო ძალები ბუფერულ ზონასთან გააქტიურდნენ - გასულ კვირაში სირიის სამი ტანკი დემილიტარიზებულ ზონაში შევიდა.

კომენტარები