ჩეხეთი

ჩეხეთი კომუნისტების მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას გეგმავს

დღეს, 8 ნოემბერს, ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ გააუქმა უმაღლესი წარმომადგენლობითი პალატის მიერ დადებული ვეტო კანონზე, რომელიც ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მიერ წართმეული ქონების დაზარალებულებისთვის უკან დაბრუნებას ითვალისწინებდა. 
მემარჯვენე მთავრობა მიზნად ისახავს, რომ 3.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება უკან დაუბრუნოს ქვეყნის 17 ეკლესიას. ამას გარდა, ეკლესია 3 მილიარდი დოლარის ფინანსურ კომპენსაციაც მიიღებს. 
ჩეხეთში კომუნისტური მმართველობის შემდეგ, ეკლესია დაიბრუნებს ქონებას, ძირითადად, მიწების სახით (ამ კომპენსაციის 80% კათოლიკურ ეკლესიაზე მოდის). 

კომენტარები