აჭარა

პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ განკარგულება გასცა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საბჭოს პირველი სხდომა 28 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი, ბანკი ქართუს აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაზი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე განიხილებიან.

 

კომენტარები