საქართველოს რკინიგზა

რკინიგზის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. 11 საათიდან თბილისში სატვირთო მატარებლების მოძრაობა შეწყდა, ხოლო სამტრედიაში გაფიცვა სამგზავრო შემადგენლობასაც შეეხო. რკინიგზის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

მისი თქმით, გარკვეული შემოთავაზებები არის რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა ეს შემოთავაზებები თანამშრომლებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. მისი განმარტებით, შეხვედრაზე ხელფასების 11-პროცენტიან მომატებაზე იყო საუბარი. რკინიგზელები ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ რკინიგზის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების განახლებას აპირებენ.

 

კომენტარები