გაფიცვა

რკინიგზის გაფიცული მუშები მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავენ

რკინიგზის გაფიცული მუშები საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ, რომლის შემთხვევაშიც ხვალ რკინიგზის მუშაობა დროებით შეჩერდება და მატარებლები  გადაადგილებას ვეღარ მოახერხებენ. 

მუშები პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ რკინიგზის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი ხელფასების მომატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე აცხადებს, გაფიცვა ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და გაფიცულთა შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს. დღეს 17:00 საათზე კიდევ ერთი მოლაპარაკების გამართვა იგეგმება, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აქცია აღარ გაიმართება. 

კომენტარები