განათლება

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობიდან გადადგა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობდან გადადგა.
აკადემიური საბჭოს წარმომადგენელმა ბუბა ხოტივარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნოშრევან ჩხაიძემ გადადგომის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო და რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილმა ჩხაიძის გადადგომა მოითხოვეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები ითხოვდნენ, ბათილად ყოფილიყო ცნობილი  რექტორის არჩევნები, რომელიც 2012 წლის 23 აგვისტოს ჩატარდა.  სწორედ ამ არჩევნების შედეგადაც დაიკავა რექტორის თანამდებობა ნოშრევან ჩხაიძემ. მათი თქმით, არჩევნები  წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს გვერდის ავლით ჩატარდა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ყოფილი რექტორის, გოგი მარგველაშვილის კანდიდატურაც.
რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლების კანდიდატურებს ხვალ შუადღისთვის განიხილავენ.

კომენტარები