მთავრობა

პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს უახლოეს დღეებში წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უახლოეს ორ დღეში წარადგენს. კოალიციის ლიდერმა მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელებისას განაცხადა, რომ მისი პრემიერის პოსტზე წარდგენა დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს.

ივანიშვილმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, ამ საკითხზე იგი უკვე ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით უსუფაშვილს და სხდომა, სავარაუდოდ, კვირას, 13:00 საათზე შედგება.

 

კომენტარები