შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს დაცვის პოლიციამ თანამშრომლების სამსახურეობრივი გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავა. სამინისტროს ცნობით, დაცვის პოლიციის ყველა ის თანამშრომელი რომელიც თბილისის მერიის ობიექტებზე მუშაობდა ერთი კვირის ვადაში გადანაწილებული იქნება ალტერნატიულ სამსახურებში, ასევე, ყველა მათგანს შეუნარჩუნდება თანამდებობრივი სტატუსი, წოდება და ხელფასი.
”მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის მერია დააკომპლექტებს „თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს". შესაბამისად, ეტაპობრივად გადავლენ ახალ სამსახურებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ყველა მათგანისთვის უკვე მოძიებულია ახალი სამუშაო ადგილი.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




