შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, სავარაუდოდ, გაუქმდება. ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი. შს მინისტრობის კანდიდატს არ დაუკონკრეტებია, რომელი სამსახურები შეითავსებენ კუდის და სოდის ფუნქციას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში რეორგანიზაციის პროცესია დაგეგმილი.




