მთავრობის გადახალისების პროცესში, ეროვული ბანკის და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები თავიანთ თანამდებობაზე დარჩებიან. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას მთავრობის დაკომპლექტების მანდატი აქვს, მაგრამ ზოგიერთ თანამდებობის შევსება პრეზიდენტის დანიშვნით ხდება.
"ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიცვათ კანონს და ეს ადამიანი არ იქნებიან იმ ცვლილების ნაწილი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება," განაცხადა ბაქრაძემ.
ივანიშვილმა მთავრობის წევრების წარდგენასთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და გენერალური აუდიტორის კანდიდატებიც წარადგინა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოდან ირჩევს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის გათავისუფლება შეიძლება, თუ ის აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, თუ მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ყოფნის უფლება (გახდა საჯარო მოხელე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული პირის პარტნიორი, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან გარდაიცვალა). პარლამენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენება შეუძლია იმპიჩმენტის გზით. ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლბის უმრავლესობით პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის თანამდებობაზე 2009 წლის თებერვლიდან მუშაობს.
გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი 5 წლით ირჩევს. ლაშა თორდია გენერალური აუდიტორის თანამდეობაზე 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა. გენერალური აუდიტორის გადაყენება შესაძლებელია იმპიჩმენტის გზით, ასევე თუ მან დაიკავა რაიმე სხვა შეუთავსებელი პოზიცია, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ სცნო ქმედუუნაროდ ან გარდაიცვლება.




