ქუთაისის სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამოქმედდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ.

მართალია, ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის გაიმართება სასამართლოში მსაჯულების მონაწილეობით პირველი სხდომა, თუმცა დაწესებულება აღნიშნული პროცესებისთვის მზად არის.

როგორც სასამართლოს თავმდჯომარე, ლევან თევზაძე ამბობს: "სასამართლოში არის სპეციალური დარბაზი და სათათბირო, სადაც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პროცესები გაიმართება და მსაჯულები გადაწყვეტილებას მიიღებენ. უზენაესი სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მოსამართლეებს ჩაუტარდათ სემინარები, რადგან არავინ იცის წინასწარ რომელ მოსამართლეს შეხვდება პროცესი. პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლის როლი სხდომის ორგანიზებითა და ნაფიცი მსაჯულებისათვის იურიდიული ტერმინოლოგიის განმარტებით შემოიფარგლება".

თითოეულ პროცესს 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული დაესწრება.

ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი პირველად თბილისში, 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. 

კომენტარები