სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება აუცილებლად საჭიროებს დახურვას

#1 სასჯელაღსრულების დაწესებულება, ისევე როგორც ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 დაწესებულებები, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო აუცილებლად საჭიროებს დახურვას - განცხადებას ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ავრცელებს. თუმცა სამინისტრო განცხადებაში ასევე აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებული პატიმრების  რაოდენობის გათვალისწინებით ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია.
აღნიშნული განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრომ, 6 ოქტომბერს, თბილისის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიგიენური პირობების მოწესრიგების შემდეგ გაავრცელა. 
გუშინ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ, პატიმართა პრეტენზიებსა და ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ჩატარდა  დეზინსექცია, რის შემდეგაც ლეიბები, ბალიშები და თეთრეული გამოცვალა. 

კომენტარები