განცხადება

უფლებადამცველები სოზარ სუბარის ძმის პატიმრობიდან განთავისუფლებას ითხოვენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. უფლებადამცველებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ  სუბელიანი პოლიტპატიმარია. 
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადებაში ედება ბრალი და იგი შსს 2010 წელს დააკავა.
”ჩვენ უფლებადამცველები მივიჩნევთ, რომ ვახტანგ სუბელიანი კიდევ ერთი უკანონო პატიმარია. ჩვენთვის ცნობილია საქმის სამართლებრივი ანალიზი და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც დასაბუთებული არ იყო. მისი დაკავებისა და საქმის სასამართლოში განხილვის დროს არსებითად იყო დაშვებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ მისი გათავისუფლება დღემდე არ მომხდარა, თუმცა მასთან ერთად დაკავებული სხვა პირები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ. უფლებადამცველები ვითხოვთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა გათავისუფლებას, რომელთა შორისაა ვახტანგ სუბელიანი”, - აღნიშნულია უფლებადამცველების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს საზოგადოებრივი მოძრაობა  - სოლიდარობა უკანონო პატიმრებს, პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ასოციაცია, მოძრაობა "არა", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის, ნანა კაკაბაძე; გელა ნიკოლეიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, და სახალხო დამცველის აპარატიდან სოფიო ბენაშვილი.

კომენტარები