გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 9 თვის გოგონა, ბარბარე რაფაიანცი, რომლებიც სტუმრად მყოფმა მშობლებმა დაძინებული დატოვეს, მოულოდნელად გააუჩინარდა და ერთი საათის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ბავშვი ეზოში, დახურულ ქვევრში აღმოაჩინეს. გურჯაანის საავადმყოფოში, სადაც ბავშვი გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ ბარბარა რაფაიანცი გარდაცვლილია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვის დეიდამ განუცხადა, რომ ბავშვი შებინდებისას ვეღარ იპოვეს: „შებინდებისას ბავშვი დავაძინეთ და პირველ სართულზე ოთახში დავტოვეთ. ჩვენ მეორე სართულზე ვვახშმობდით და ცოტა ხანში, როცა ბავშვი მოვიკითხეთ, ოთახში აღარ დაგვხვდა. ჩემი და ბავშვთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ქვემო ქედიდან სტუმრად ჩამოვიდა და მისი ბავშვი გაიტაცეს".
მე-9 არხის" ცნობით, ბარბარე რაფაიანცის დეიდას, შვილების გატაცებით სისტემატურად ემუქრებოდნენ და რადგან ეს ვერ შეძლეს, ჯავრი მის დისშვილზე იყარეს.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პოლიციაში შემოვიდა განცხადება კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში რაფალიანი ბარბარეს, 10 თვის ბავშვის სახლიდან დაკარგვის შესახებ. პოლიცია მყისიერად შეუდგა ოჯახთან ერთად ბავშვის ძებნას. ჩვილი მალევე იქნა ნაპოვნი სახლის ეზოში წყლით ნაწილობრივ სავსე ქვევრში. ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. სამწუხაროდ ბავში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები!
კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი მანანა ბერიკაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. სამწუხაროა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ასეთი სენსიტიური, ტრაგიკული შემთხვევა გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა.
ადგილზე უკვე გასულია შსს-ს კრიმინალისტების ჯგუფი."




