შსს

შსს: აუდიოჩანაწერებში ერთ-ერთი გვარი შეცდომით დასახელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, ერთ-ერთი პიროვნების სახელი და გვარი შეცდომით არის დასახელებული. ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა.

,,ჩვენს მიერ, დღეს, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა. ადამიანი, რომელიც საუბრობს დათო ხიზანიშვილთან,  არის არა გიორგი უგულავა, არამედ  - გივი ბლიაძე."-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფა­რუ­ლი აუდიოჩანაწერები გა­ავ­რცე­ლა, სადაც ასახულია ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და კავ­ში­რე­ბი ცალ­კე­ულ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან.

კომენტარები