დაკავება

სამტრედიაში კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი დააკავეს

სამტრედიაში კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე დააკავეს. კალაძის პრესმდივნის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, თევზაძე შტაბში ცოტა ხნის წინ აიყვანეს და სამართალდამცველებს მისთვის დაკავების მოტივი არ განუმარტავთ. ჩრდილელი მომხდარს კოალიციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და პოლიტიკურ დევნად აფასებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ჩვენი მხარდამჭერის დაკავების მეოთხე შემთხვევაა. ეს ღია პოლიტიკური დევნაა.” - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.

მისი თქმით, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, ავთანდილ თევზაძეს ამ დროისთვის სამტრედიის პოლიციის სამმართველოში კითხავენ.

 

კომენტარები