შსს

შსს: კახი კალაძეს და გუბაზ სანიკიძეს კანონიერ ქურდებთან აქვთ კავშირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან.

”2012 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქ. თბილისში დაკავებული იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შქმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, მორიგი აუდიოჩანაწერი ეხება კოალიცია ქართული ოცნების სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს, სადაც ვლინდება მისი და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი.

კიდევ ერთი ჩანაწერი ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს ასახავს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ თავაზობს მას ფულად ანაზღაურებას.

 

კომენტარები