ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ცესკო-ს დადგენილებას აპროტესტებენ, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებებს ეხება.
ჟურნალისტები ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვას აპროტესტებენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ცესკო-ს პრესსამსახურის განმარტებით, ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს და ზურაბ ხარატიშვილი მათ სხდომის დასრულების შემდეგ შეხვდება.
შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.




