სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით: ”ის რაც გამოვიარეთ ჩვენ, ეს ყველაფერი განსაცდელია, ეს ყველაფერი გოლგოთის გზაა და საქართველოს ელოდება აღდგომა და ამაღლება. დიდი უკრაინელი ფილოსოფოსის გრიგორი სკავაროდას საფლავზე აწერია: ”სოფელი ცდილობდა დავეჭირე მე, მაგრამ ვერ დამიჭირა”, უფალმა ინებოს და არც ერთი ადამიანი არ იყოს დატყვევებული სოფლისაგან. და სოფელი ატყვევებს ან იჭერს მრავალი საგნით, ეს არის თანამდებობა, ეს არის სიმდიდრე და ა.შ”
ილია მეორე ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება სულიერი და ფიზიკური ძალა, სჭირდება მშვიდობა, ეს ყველაფერი კი, მისივე თქმით, საქართველოს მაშინ მიეცემა, თუ ერი ღვთის კუთვნილება იქნება.
ილია მეორემ ჯვართამაღლებამდე სამი დღე, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვა დააწესა. ”ახლა მოგვიახლოვდა ჯვართამაღლება, ჯვართამაღლება თვითონ მარხვა არის და ჯვართამაღლებამდე სამი დღე ზედიზედ უნდა შევინახოთ მტკიცე მარხვა, თევზის გარეშე. თუ შეუძლია ადამიანს, ზეთის გარეშეც და სულიერად განთავისუფლებული უნდა შევხვდეთ აი ამ დიდ დღესასწაულს. და კიდევ ერთი ლოცვა-კურთხევა რომ შევინარჩუნოთ სულიერი და გარეგნული მშვიდობა და შევხვდეთ მშვიდობით არჩევნებს.” - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა.




