დაკავება

დაჩი ცაგურია დააკავეს

სამართალდამცავებმა დღეს უფლებადამცველი დაჩი ცაგურია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ცაგურია დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და იგი ამ დროისათვის სასამართლოშია გადაყვანილი.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია უფლებადამცველი ბექა ალადაშვილიც.

 

კომენტარები