საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პრესმდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი გაზეთ ”საქართველოსა და მსოფლიოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ პატრიარქს დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძესთან ვიზიტის შემდეგ გული წაუვიდა და ცუდად გახდა, სისულელეს უწოდებს. დღეს გაზეთმა შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა:
”როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, გუშინ საპატრიარქოში დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მისვლის შემდეგ პატრიარქი ცუდად გახდა. წყაროს ცნობით, ახალაია პატრიარქს მუქარის ტონით ესაუბრებოდა და თხოვდა შეეცვალა განცხადება, რომელშიც პატრიარქი პატიმრების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობდა. ახალაია პატრიარქს ეუბნებოდა, ახალ განცხადებაში მას ხელისუფლება გაემართლებინა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პატრიარქს აღელვებისგან გულიც კი წაუვიდა ამ დროს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დათა ახალაიამ და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსმა სოსო თოფურიძემ კი საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს.” - წერს გამოცემა.
”რას ლაპარაკობთ კაცო! რასაკვირველია ასეთი რამ არ მომხდარა და ეს აბსოლუტური სისულელეა” - ამბობს ბოტკოველი პატრიარქის გულის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.




