სასჯელაღსრულების სისტემა

პრემიერი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, 19 სექტემბერს, საღამოს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერებიშვილი მივიდა. პრემიერი პენიტენციარულ სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო.
პრემიერმა დაწესებულებაში მიყვანილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართა და განუცხადა: ”ჩვენ აქ სტრუქტურულ რეორგანიზაციას ვაკეთებთ და სანამ წესრიგს დავამყარებთ, დროებით თქვენი დახმარება დაგვჭირდება... ჩვენ გვინდა, რომ აქ მუშაობდეს ისეთივე ხალხი, როგორიც ხართ თქვენ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს,” - აღნიშნა მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც გაესაუბრა. 
”ჩვენ შევცვალეთ ამ ციხის ხელმძღვანელი, ისე როგორც ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ საქართველოს ყველა ციხეში. ჩვენ აქ შემოვიყვანეთ პატრული, რადგან სანამ რეორგანიზაცია მიმდინარეობს, აქ წესრიგი იყოს. თქვენი აქ ყოფნა, მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ეს სისტემა ნამდვილ ქართულ, ცივილიზებულ სისტემას დაემსგავსოს”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარები