სასჯელაღსრულების სისტემა

გიგა ბოკერია: ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, დავუშვით მძიმე შეცდომა

სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი დანაშაულის ფაქტებს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლების ”მძიმე” შეცდომად აფასებს. 
”ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ” - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ყველა შეძრწუნებული და შოკირებულია იმ მასალით რაც გავრცელდა და არანაკლებ იმ პრობლემით, რომელიც ამ მასალებიდან გამოვლინდა.  მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლების ბრძოლა დანაშაულის შემცირებისთვის მოცემულ სურათს არ ამართლებს. 
”ამ ეტაპზე ერთი და უმნიშვნელოვანესი საკითხია დამნაშავეების დასჯა უმკაცრესად და ეს მოხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლების იმ მოვალეობის შესრულება, რომ ამგვარი სისტემური პრობლემების შექმნა იყოს შეუძლებელი ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში და ესაც აუცილებლად მოხდება” - განაცხადა ბოკერიამ.
 

კომენტარები