თსუ

სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტების აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტების აქცია გაიმართა. სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ და უნივერსიტეტში შესვლას ცდილობდნენ.

უნივერსიტეტის დაცვამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. დაპირისპირებას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება მოჰყვა. საბოლოოდ დემონსტრანტები შენობაში შეუშვეს.

სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გამოსწორებას ითხოვენ. მათ ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს: რეგენტთა საბჭოს დაშლა, გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნება, სტუდენტებისთვის არჩეული საგნების სწავლის საშუალების მიცემა, ანდრო ბარნოვის (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი) გათავისუფლება.

აქციაში მონაწილეობდნენ ლაბორატორია 1918–ის წარმომადგენლები,  ასევე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტუდენტების განცხადებით, ორშაბათს უფრო მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება. 

კომენტარები