ტელეკომპანია CNN-ის ყოფილი წამყვანის, ლარი კინგის პრესმდივანმა ამერიკულ გამოცემა BuzzFeed-ს განუცხადა, რომ კინგმა ქართულ ტეკელომპანია მეცხრე არხის მრჩეველთა საბჭოში შესვლისას ”არც კი იცოდა ვინ იყო მისი დამაარსებელი ”- ”მას სჯერა სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის და მოხარულია შეუერთდეს ამ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, რომელიც არავის პოზიციას არ იკავებს”.
გამოცემა სტატიას ტელეკომპანია მეცხრე არხის ამერიკულ მრჩეველთა საბჭოს უძღვნის, სათაურით: ”პრო-რუსული კანდიდატი საქართველოში, ცნობილ ამერიკელ მოკავშირეებს იბირებს”. ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” ყოფილი საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი; ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და “ვუდროუ ვილსონის ცენტრის” ყოფილი პრეზიდენტი, ლარი კინგთან ერთად მეცხრე არხის საკონსულტაციო საბჭოში არიან.
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის TV9 ლობისტური კომპანია APCO-ს კლიენტია, რომელსაც მაროკოში ამერიკის ყოფილი ელჩი, მარკ გინსბერგი ხელმძღვანელობს, სწორედ გინსბერგი საბჭოს აღმასრულებელი მდივნი იქნება. მანვე დაიქირავა მრჩევლები. გისნებრგის თქმით, მრჩეველთა საბჭოს გადაუხდიან " ნომინალურად და იგივე რაოდენობით, როგორც მსგავსი ზომის დამწყები კომპანიების პრაქტიკა გვაჩვენებს ამერიკაში" . მანვე განაცხადა, რომ ”მრჩეველთა საბჭოს არც ერთი წევრი პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაებმება” და დაამატა, რომ ”წევრები მხოლოდ ერთი კრიტერიუმით შეირჩნენ - საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი მათი დაინტერესების დონით”.
გამოცემა წერს, რომ ჰამილტონმა კომენტარისთვის ისინი გისნსბერგთან გადაამისამართა, გელბმა საბჭოში მის როლზე კომენტარის გაკეთება კი არ ისურვა.




