შსს

სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტის ცხედარი იპოვნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში დაახლოებით ერთი თვის წინ დაკარგული პოლონელი ტურისტის ცხედარი იპოვნეს.

"პოლონეთის მოქალაქის, ანა მაგდალენა მოძელევსკას გვამი ნაპოვნი იქნა მდინარე ენგურის პირას. სავარაუდოდ, გვამი მდინარემ დღეს გამორიყა. ანა მაგდალენა მოძელევსკა მეგობართან ერთად იმყოფებოდა მესტიის რაიონში. 18 აგვისტოს ისინი ნასვამ მდგომარეობაში უშგულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ანა მაგდალენა მოძელევსკა მდინარეში ჩავარდა. მისი დაკარგვისთანავე დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, თუმცა მის პოვნას ხელს კლიმატური პირობები უშლიდა.” - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

 

კომენტარები