პუტინთან ერთად ფრენის შემდეგ, რამდენიმე წერო მოკვდა. ამის შესახებ რიაზანის მხარეში მდებარე ნაკრძალის ბიოლოგებმა განაცხადეს, სადაც წეროებს ზრდიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო პროექტში ”იმედის გაფრენა” სადაც გადაშენების პირას მისულ წეროებს, რომელთაც სპეციალურ პირობებში ზრდიან და შემდეგ ბუნებასთან ადაპტაციას აჩვევენ, ფრენის გაკვეთილი ჩაუტარა.



მარია გონჩაროვა წერს, რომ გადაშენების პირას მისული წეროების გაზრდას, მრავალი ადამიანის ჯოჯოხეთური შრომა დასჭირდა, ხოლო პუტინთან ერთი ტრეინინგის გამო, ყველაფერი დაიკარგა.





