ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი NDI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშილი NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. კოალიციის ლიდერმა კვლევაში არსებული  შეკითხვების ფორმულირება გააკრიტიკა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ NDI-ის საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია, ,,თუმცა კვლევების ჩატარებაში პროფესიონალი არ არის.''

,,მე მათ მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. რაც შეეხება შეკითხვებს, გაუგებარია, რატომ სვამენ კითხვას, ვინ გაჰყვება ივანიშვილს ქუჩაში. კითხვის ფორმულირება კითხვას აჩენს. ისინი პროფესიონალები არ არიან, აშშ-ში არასოდეს ჩაუტარებიათ გამოკითხვა. ნაწილობრივ ვენდობით, ნაწილობრივ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები გაგვაჩნია."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, წინააღმდეგობრივი შედეგებია კვლევაში მოყვანილ პროცენტულ მაჩვენებლებთან მიმართებაშიც.

შეგახსენებთ, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (NDI) პარ­ტი­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ რე­ი­ტინ­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყოს ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ხმას გა­მო­კით­ხულ­თა 37% მის­ცემ­და, კო­ა­ლი­ცია ქარ­თულ ოც­ნე­ბას 12%, ხო­ლო ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას 3%. და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი კი 1%-ის ფარ­გლებ­ში არის.

კომენტარები