ცესკო

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიების სიებს 6 სექტემბერს გამოაქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილე პარტიების პარტიულ და მაჟორიტარულ სიებს 6 სექტემბერს წარადგენს.

ცესკო-ს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეტანის ვადა  პირველ სექტემბერს იწურება, ხოლო სიებში შესული ის კანდიდატები, რომელთაც სახელმწიფო თანამდებობა უკავიათ, პოსტიდან 3 სექტემბრამდე უნდა გადადგნენ.

ეკა აზარაშვილი განმარტებთ, კანონის მიხედვით, ერთი და იგივე პირი ორ პარტიულ სიაში არ უნდა იყოს დაფიქსირებული, მაჟორიტარი კანდიდატები კი ვალდებულნი არიან ნარკოლოგიური ცნობებიც წარადგინონ. 

კომენტარები