ისრაელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთათვის საქართველოს მიერ შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები აღიარა. ოფიციალური ნოტა ისრაელის ელჩმა, იუვალ ფოქსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინა.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის მოწმობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ გაემგზავრონ და მიიღონ სოციალური სერვისები.
აქამდე ეს დოკუმენტები აღიარა აშშ-მ, იაპონიამ, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა.




