ქართული ოცნება

ქართული ოცნება 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვას გეგმავს

 ივანიშვილის კოალიცია 29 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქციის გამართვას გეგმავს. ქართული ოცნება იუწყება, რომ მათ უკვე მიმართეს თბილისის მერიას.

 ”საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ თბილისის მერიას მიმართა გაფრთხილებით და აცნობა, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 2012 წლის 29 სექტემბერს 02.00 საათიდან 23.00 საათამდე თბილისში, რამდენიმე ადგილიდან გეგმავს მანიფესტაციას თავისუფლების მოედნის მიმართულებით და შეკრებას თავისუფლების მოედანზე” - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელ Facebook-ში.

 ჯერ-ჯერობით აქციის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

 

კომენტარები