თსუ

ანდრო ბარნოვი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გახდა

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანდრო ბარნოვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა. 

ბარნოვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 4 ივლისს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ავტომატურად გათავისუფლდა. ის მინისტრის მოადგილედ ერთი წლის განმავლობაში, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის ივლისამდე მუშაობდა, მანამდე კი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი იყო.  

ბარნოვამდე სოციალურ დ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნოდარ ბელქანია იყო. 

კომენტარები