საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას რუსეთის პრემიერი დმიტრი გამოეხმაურა. მან კომენტარი РИА НОВОСТИ-ის Facebook-ის გვერდზე განათავსა.
"რა შუაშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო? რუსეთის პრემიერი ეწვია სუვერენულ სახელმწიფოს - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, შეხვდა მის ხელმძღვანელობას, განიხილა ერთობლივი პროექტები. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი რუკაზე ოთხი წლის წინ დიდწილად საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გაჩნდა და ეს მოღვაწეები ცხოვრებას ნუ გვასწავლიან", - აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, მედვედევი 8 აგვისტოს ცხინვალს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი ვიზიტი ოკუპირებული რეგიონის "მოჩვენებითი დამოუკიდებლობის არგუმენტის გამყარების" მცდელობად შეაფასა.




