ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა Эхо Москвы-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის ბრძანება 4 აგვისტოს ღამით გაიცა. ილარიონოვის განმარტებით, კონფლიქტს გეგმას რუსეთის ხელისუფლება დიდხანს ამზადებდა. მისი თქმით, 4 აგვისტოს ღამით გაიცა ბრძანება რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების საქართველოს საზღვართან გადასროლისა და საზღვრის გადალახვის შესახებ, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ფორმირებებმა კი დაიწყეს ქართველ მშვიდობისმყოფელთა ქვედანაყოფზე თავდასხმა, რასაც 7 აგვისტოს 2 ქართველი შეეწირა. მშვიდობისმყოფელთა გარდა, სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთების სამიზნე ქართული დასახლებული პუნქტები იყო.
tbl.ge/12ng
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის ქმედებებს გმობენ
- გუნბა: აგვისტოს ომმა აჩვენა სამყაროს, რომ დიადი რუსეთი მეგობრებს გასაჭირში არ მიატოვებს
- გერმანიის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები
- გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას - საელჩო
- კობახიძე: არჩევნებამდე აგვისტოს ომის თემას არ შევეხებოდი, ხალხმა გამოუტანოს ენმ-ს განაჩენი




