სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელიც 8 აგვისტოს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს შეეხება. გუშინ, არასრულწლოვანთა #11 დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდებულმა დადგენილი დღის წესრიგი უხეშად დარღვია. ამან ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია.
„დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადანაწილდნენ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მათთვის შექმნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის შედედაც არც ერთ მსჯავრდებულს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.




