2008 წლის აგვისტოს ომი

პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ. 
თავდაცვის სამინისტროს იუწყება, რომ აგვისტოს ომში უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი 36 წლის გარდაიცვალა. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
მიხეილ სააკაშვილმა და დიმიტრი შაშკინმა  დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული. მათ საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას. 

კომენტარები