განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო სტიქიით დაზარებული სტუდენტების სწავლის საფასურს დაფარავს

კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, 2012-2013 სასწავლო წლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს - განცხადება ამის თაობაზე 27 ივლისს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა.

განცხადების მიხედვით, სამინისტროს შესაბამის მონაცემებს წარუდგენენ და მათ საფუძველზე სამინისტრო „მყისიერ რეაგირებას მოახდენს“.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდაზე განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

კომენტარები