ეგვიპტე

ზვიგენები ეგვიპტის სანაპიროებთან

წითელ ზღვაში, ეგვიპტის კურორტ ჰურგადასთან ზვიგენები გამოჩდნენ. ამის შესახებ ეგვიპტის მთავრობას, სასტუმროების ქსელის მეპატრონეებმა შეატყობინეს. გუშინ გაკეთებულ ამ ინფორმაციას მაშინვე მოჰყვა რეაგირება და  აღნიშნულ ადგილზე ეკოლოგთა ჯგუფი იქნა გაგზავნილი, რომელთაც დაევალათ დაედგინათ იყო თუ არა ეს ჯიში საშიში ადამიანისთვის. თუმცა, ამ კითხვას პასუხი ვერ გაეცა, რადგან საპატრულო ჯგუფი ჯერ-ჯერობით უშედეგოდ ცდილობს ზვიგენების  აღმოჩენას.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის დეკემბერში ზვიგენები თავს დაესხნენ ტურისტებს წითელი ზღვის სანაპიროებზე. რის შედეგადაც შარმ-ელ-შეიხში გერმანელი ტურისტი დაიღუპა და რამოდენიმე, სერიოზულად დაშავდა.

ამის შემდეგ, ხალხის უსაფრთხოების მიზნით შარმ-ელ-შეიხის სანაპიროები  სამეთვალყურეო კოშკებით აღჭურვეს, რათა საფრთხის შემთხვევაში დროულად მომხდარიყო ტურსიტების გაფრთხილება.

მართალია, ამის საჭიროება მთელი ორი წლის მანძილზე არ ყოფილა, თუმცა ამა წლის აპრილში, ეგვიპტის  სანაპიროებზე დიდი ზომის მტაცებელი ისევ გამოჩნდა.

კომენტარები