გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად ისან-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონები დააზარალა. დატბორილი იყო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ვაკეში ასევე დაიტბორა რამდენიმე მაღაზია. რამდენიმე საათით შეფერხდა მიმოსვლა ვაკე-საბურთალოს გზაზეც. ამ დრომდე დაკეტილია ვახუშტის ხიდამდე მისასვლელი გზა, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა. გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა ბაგებში.
გუშინ მთლიანობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება შევიდა.
მცირე ნალექი დღესაც არის მოსალოდნელი.




