ქართული ოცნება დღეს აქციას გორში მართავს. მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ის 19 საათზე დაიწყება. მონაწილეები კომბინატის ტერიტორიაზე, კულტურის სახლთან შეიკრიბებიან. ხალხის ჩასვლას ქარელიდან, კასპიდან და ხაშურიდან ელოდებიან.
აქციის მიმდინარეობას გორში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება.
ქართულმა ოცნებამ აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მცხეთაში.




