სტიქია

წვიმამ მოძრაობა შეაფერხა და სარდაფები დატბორა

თბილისში ძლიერი წვიმა მოვიდა, რომელმაც მანქანების მოძრაობა შეაფერხა და ზოგიერთ უბანში სარდაფები დატბორა. სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მსგავსი ინფორმაცია არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულა.

ქალაქში რამდენიმე სამაშველო გუნდი მუშაობს: მათ შორის სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვაზე. ისინი ზრუნავენ გზის სავალი ნაწილების გასუფთავებაზეც.

 

კომენტარები