საკრედიტო ბარათების კომპანიები Visa და Mastercard მათი მომსახურებით მოსარგებლე ბანკებთან ერთად 7.25 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაუხდიან ბარათებით მოვაჭრე ამერიკულ კომპანიებს. სასამართლო დავა, რომელიც 7 წლის წინ დაიწყო და რამდენიმე ათეულს საქმეს მოიცავს, ეხებოდა საკრედიტო ბარათებზე დაწესებულ გადასახადებს.
დავის მოგვარებისთვის საჭირო დოკუმენტები ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოს 13 ივლისს გადაეცა. გადაწყვეტილებას თანხმობა სასამართლომაც უნდა მისცეს. თუ სასამართლო დაეთანხმა დავის გადაწყვეტას, მაშინ ეს იქნება ამერიკის ისტორიაში ანტისაკრედიტო დავის მოსაგვარებლად გადახდილი ყველაზე დიდი თანხა. ამას გარდა, საკრედიტო ბარათებით საცალო მოვაჭრეებს უფლება მიეცემათ კლიენტებს დამატებითი თანხა დააკისრონ ბარეთების ყიდვისას და სხვა მომსახურებებისათვის.
საკრედიტო და სადებეტო გადახდების საწარმოებელ თანხას (ე.წ. Swipe fees) საკრედიტო ბარათების კომპანიები (Visa, Mastercard) აწესებენ. ბანკები, რომლებიც საკრედიტო ბარათებს გასცემენ, ამ თანხას მომხმარებლების მიერ განხორციელებული ტრანსაქციებს აკლებენ. ბარათებით მოვაჭრე კომპანიები, რომლებმაც საქმეები აღძრეს 2005 წელს, ამტკიცებდნენ, რომ ამ თანხის გადახდა რეალურად თავად ეკისრებოდათ.
მხარეებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს საკრედიტო ბარათების კომპანიებისა და ბანკების მიერ 6 მილიარდი დოლარის გადახდას და აგრეთვე Swipe fees-ს განაკვეთის დაწევას. ამ გადასახადის დაწევის ღირებულება კი დაახლეობით 1.2 მილიარდი დოლარი იქნება.





